ახალი ამბები

საქაშეთში ახალი საბავშვო ბაღი აშენდება 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საქაშეთში საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდა. 

სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 662`745 ლრია გათვალისწინებული. 

პროექტის მიხედვით დაგეგმილია 50 აღსაზრდელზე გათვლილი შენობის აშენება. 

სატენდერო პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 180 დღის ვადაში უნდა დაასრულოს. 

დატოვეთ კომენტარი