ახალი ამბები

ხინჩეგაშვილმა კიდევ ერთი კლასელი დაასაქმა  გორის მერიაში

ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა კიდევ ერთი კლასელი დაასაქმა გორის მერიაში.

გიორგი ჭონიშვილი თავდაპირველად, გორის მერის თანაშემწედ მოიაზრებოდა, თუმცა საბოლოოდ, ხინჩეგაშვილმა ის მერიაში მატერიალურ-ტექნიკური სამსახურის უფროსად დანიშნა.

გარდა ამისა, მერმა თანაშემწედ მისი ერთ-ერთი კლასელი – კახა კაკაშვილი დანიშნა.

უცნობია რა სამუშაო გამოცდილება ან/და კვალიფიკაცია აქვთ გორის მერიის ახალ თანამშრომლებს. ცნობილია, მხოლოდ ვლადიმერ ხინჩეგაშვილსა და მათ შორის არსებული ნათესაური და მეგობრული კავშირის შესახებ.

დატოვეთ კომენტარი