ახალი ამბები

გორში მეწარმე ქალები 8 მარტს უკრაინის მხარდასაჭერად გამოფენა-გაყიდვას მოაწყობენ

გორში, მეწარმე ქალები 8 მარტს უკრაინის მხარდასაჭერად გამოფენა გაყიდვას მოაწყობენ. ღონისძიება ევროკავშირის მხარდაჭერით და არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ს ორგანიზებით ტარდება.

გამოფენა-გაყიდვა 8 მარტს 13:00 საათიდან დაიწყება გორში, კოსტავას ქუჩაზე, შადრევანთან.

“გამოფენა-გაყიდვის მიზანი, ერთი მხრივ, უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობის გამოხატვა, მეორე მხრივ კი, გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალი მეწარმეების მხარდაჭერა და მათი საქმიანობის პოპულარიზაციაა. გამოფენაში მონაწილეობას მიიღებს 15 ადგილობრივი ქალი, რომლებიც გამოფენენ ხელნაკეთ თუ სხვა ტიპის ნივთებს, საკვებ პროდუქტებს, მცენარეებს და სხვ” , – ინფორმაციას CENN-ი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიება ინიცირებულია ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი რეგიონალური პროექტის “EU4Youth: სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED) მწვანე ზრდისთვის” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება CENN-ის მიერ, პარტნიორ ორგანიზაციებთან KRDF (საქართველო) და Green Lane NGO (სომხეთი) ერთად.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.