ახალი ამბები

გორის საფეხბურთო კლუბის დირექტორად გიორგი ბასილიძე დაინიშნა

ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი “გორის” დირექტორად გიორგი ბასილიძე დაინიშნა.

როგორც ცნობილია,  ბასილიძე აღნიშნულ ა(ა)იპ-ში მეკარეების მწვრთნელის პოზიციას იკავებდა.

როგორც ცნობილია, კლუბის ყოფილი დირექტორი გია ისიანი, გორის მერის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ბრძანების საფუძველზე გაუშვეს. ისიანის გათავისუფლების მიზეზი უცნობია, მერიაში აღნიშნულ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.