ახალი ამბები

კამპანია “ქართველი ბავშვები უკრაინელი ბავშვებისთვის” – გორი უკრაინელების დასახმარებლად 

ამერიკის უნივერსიტეტის სკოლამ გორში უკრაინელი ბავშვების დასახმარებლად კამპანია წამოიწყო. 

სკოლის ინიციატივით, მოსწავლეებისა და მასწავლებლების ჩართულობით 500 ლარამდე შეგროვდა, რომლითაც პლედები, მედიკამენტები და საკვები შეიძინეს. 

“მიუხედავად იმისა, რომ მცირედია ჩვენი დახმარება ,გვჯერა ჩვენი კოლეგების, ბავშვების და სკოლების ერთიანობის და საბოლოო ჯამში ჩვენი ერთობით მნიშვნელოვან დახმარებას მიიღებენ უკრაინელი ბავშვები, რომელთა მშობლები დღეს ჩვენი, ყველას დასაცავადაც იბრძვიან”, – ამბობენ კამპანიის ინიციატორები. 

სკოლის სურვილია, რომ აღნიშნულ კამპანიაში სხვა სკოლებიც ჩაერთონ. ორგანიზაციულ საკითხებში დახმარებისთვის  შეგიძლიათ  მიმართოთ სკოლის ფეისბუქის გვერდს  ან დარეკოთ  ნომერზე: 577630509.

დატოვეთ კომენტარი