ახალი ამბები

გორელი ტატუ არტისტი მსურველებს უკრაინულ სიმბოლოებს უფასოდ დაახატავს 

გორში ტატუ არტისტი მომხმარებლებს უკრაინული თემატიკის სიმბოლოებს უფასოდ დაახატავს.

​ლევან შიუკაშვილის თქმით, მსურველებს უკრაინის თემატიკაზე ნებისმიერ სიმბოლოს მარტის ბოლომდე უფასოდ გაუკეთებს. 

“მარტის ბოლომდე სრულიად უფასოდ გავაკეთებ ყველანაირ უკრაინულ ნიშანს, დროშას, რუკას, სიტყვებსა და ფრაზებს ჰიმნიდან, ან უბრალოდ წარწერებს უკრაინულად. მოკლედ, ყველაფერი უკრაინასთან დაკავშირებული იქნება უფასო, დიდება უკრაინას!”, – წერს ლევან შიუკაშვილი. 

მსურველებს ლევანთან დაკავშირება ფეისბუქის გვერდზე შეუძლიათ : Levan Shiukashvili

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.