ახალი ამბები

ტირძნისის სკოლისთვის ყირიმში დაღუპული ილია ზერეკიძის სახელის მინიჭება სურთ 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტირძნისში, საჯარო სკოლისთვის ილია ზერეკიძის სახელის მინიჭება სურთ. ინიციატივა განსახილველად საკრებულოს უკვე გადაეცა. 

სკოლის დირექტორის, დალი ნასყიდაშვილის თქმით, მისი დიდი სურვილია სკოლას ილიას სახელი მიენიჭოს და ამით პატივი მიაგონ მის ხსოვნას. 

“ყირიმში, ბელოგორკის რაიონის სოფელ სენნოეს მისადგომებთან გმირულად დაეცა ტირძნისის სკოლის აღზრდილი, სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი ილია ზერეკიძე, რომელიც იქვეა დაკრძალული. ჩემი დიდი სურვილია, რომ მშობლიურ სკოლას მისი სახელი მიენიჭოს”, – ამბობს დალი ნასყიდაშვილი. 

დატოვეთ კომენტარი