ახალი ამბები

გორში შშმ პირთა დასაქმების და თანმდევი გამოწვევების შესახებ იმსჯელეს

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების ხელშეწყობის  და შრომის პოლიტიკის ოპტიმიზაციის საკითხებზე  გორში სემინარი ჩატარდა.

სემინარზე სლოვაკური ორგანიზაცია TENENT-ის  წარმომადგენლებმა ელენა კოფსოვამ და მარსელა ჰაჯთმანკოვამ მონაწილეებს შშმ პირების დასაქმების  სლოვაკურ გამოცდილება გაუზიარეს. ასევე, განიხილეს სხვადასხვა ქვეყნებში შშმ პირთა დასაქმების საუკეთესო მაგალითები.

“შეხვედრის ფარგლებში, ასევე  განვიხილეთ შშმ პირთა პოლიტიკის გაუმჯობესების საკითხები. მონაწილეებს გავაცანით შშმ პირთა საჭიროებებზე ჩატარებული კვლევის შედეგები და შემუშავებულ რეკომენდაციები”, – გვითხრა, მარიკა მღებრიშვილმა, საზოგადოება “ბილიკის” ხელმძღვანელმა.

სემინარს 30 მონაწილე ესწრებოდა. მათ შორის იყვნენ გორისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების სოციალური სამსახურების, ბავშვთა დაცვისა და ზრუნვის განყოფილების, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის, დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს და შშმ პირებთან მომუშავე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. 

“სემინარი გამოირჩეოდა აქტიური ჩართულობით და დისკუსიით. ჯგუფური სამუშაოს შესრულებისას, ჯგუფებმა გამოყვეს პრიორიტეტული საკითხები,რომელთა შესრულებაც შესაძლებელია მუნიციპალურ დონეზე.”

სემინარი ორგანიზებული იყო საზოგადოება “ბილიკისა“ და სლოვაკური ორგანიზაცია TENENT-ის ერთობლივი პროექტის „დასაქმების ხელშეწყობა და შრომის პოლიტიკის ოპტიმიზაცია  საქართველოში“ ფარგლებში. პროექტის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს ორგანიზაცია Slovak Aid. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.