ახალი ამბები

გორის სოფლებში უსახლკაროებისთვის კოტეჯები აშენდება

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარბსა და ბიისში უსახლკაროებისთვის კოტეჯები აშენდება. მერიამ შესაბამისი სამუშაოების შესყიდვის მიზნით, ტენდერი გამოაცხადა.

“კოტეჯებში ცხოვრების საშუალება სპეციალური კომისიის მიერ შერჩეულ ოჯახებს მიეცემათ” , – განმარტავენ გორის მერიაში.

უწყების მიერ გამოცხადებული ტენდერის სავარაუდო ღირებულება 68 535 ლარია. ტენდერის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, გამარჯვებულ კომპანიას სამუშაოების დასასრულებლად 90-დღიანი ვადა მიეცემა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.