ახალი ამბები

გორში სახლის 1/5 ნაწილს აღსრულების ბიურო 440 ლარად ყიდის

გორში იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურო სახლის 1/5 ნაწილს ელექტრონულ აუქციონზე ყიდის.

სახლის საწყისი ღირებულება 440 ლარია.

“სახლში შესვლა,დათვალიერება და დასურათება ვერ მოხერხდა.სახლი ნაშენია ქვით, ბლოკითა და აგურით, გადახურულია შიფერით. კარ-ფანჯარა არის ხის. ეზოში გაშენებულია ხეივანი. სახლს მიეწოდება ბუნებრივი აირი, ელექტრო ენერგია და წყალი” , – აცხადებენ აღსრულების ბიუროში.

კერძო იპოთეკარის მოთხოვნით, აღსრულების ბიურო აუქციონზე 191.10 კვ.მ ფართობის მქონე სახლის ერთი მეხუთედს ყიდის.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.