ახალი ამბები

გორის მერია: მეჯვრისხევში საბავშვო ბაღის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში საბავშვო ბაღის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება. ამის შესახებ, ინფორმაციას მერია ავრცელებს.

“სამუშაოები, რომლებსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს, მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება. ორსართულიან შენობაში მოეწყობა საძინებლები, გასახდელები, სამზარეულო, საკუჭნაო, ბუფეტი, დარბაზი, ლიფტი, სათამაშო, პროდუქტების შესანახი, ექიმის, ადმინისტრაციის, ჭურჭლის სარეცხი ოთახები. პროექტი ითვალისწინებს ასევე, საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობას. გათვალისწინებულია გასართობი ატრაქციონების, სათამაშო ქვიშის მოედნების, საქანელების, ეზოს სკამების, სასრიალოების, საჩრდილობელი ფანჩატურების, ნაგვის ურნებისა და სასმელი წყლის შადრევნების (ე.წ სოკოს) მოწყობა” , – განმარტავენ მერიაში.

როგორც ცნობილია, სააღმზრდელო დაწესებულება 180 ბავშვს მოემსახურება.ამ ეტაპზე, მეჯვრისხევში საბავშვო ბაღი ფუნქციონირებას ალტერნატიულ ფართში აგრძელებს.
დატოვეთ კომენტარი