ახალი ამბები

საკრებულომ გორის მერიის შესყიდვების განყოფილების ანგარიში უარყოფითად შეაფასა

საკრებულომ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის შესყიდვების განყოფილების 2021 წლის განვლილი პერიოდის ანგარიში უარყოფითად შეაფასა.

“უმრავლესობამ უარყოფითი შეფასება მისცა შესყიდვების ანგარიშს. საკრებულოს წევრებს კონკრეტული მიზეზი არ დაუსახელებიათ, თუმცა მე ვფიქრობ, მიზეზი არის ჩავარდნილი ტენდერები. საკრებულოსთვის საჭირო ინვენტარის შეძენა ვერ მოხერხდა, სკამები 2008 წლიდან არ შესყიდულა საკრებულოსთვის, პლანშეტებიც არ არის იმ ხარისხის, როგორიც მოთხოვნილი გვქონდა” , – განმარტავს საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე.

მერიის შესყიდვების განყოფილების ანგარიშიდან ირკვევა, რომ 2021 წლის განმავლობაში არ შედგა 67 ტენდერი, შეწყდა 4 და უარყოფითი შედეგით დასრულდა 18 ტენდერი.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.