ახალი ამბები

გორის მერიის შიდა აუდიტი თვლის, რომ ა(ა)იპ-ში სახელფასო ფონდის შემცირება შესაძლებელია

გორის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახური თვლის, რომ ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების სააგენტოში, სახელფასო ფონდის შემცირება შესაძლებელია. ამის შესახებ, აუდიტის სამსახურმა ინფორმაცია საკრებულოს წარუდგინა.

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის განმავლობაში მათ შეამოწმეს მერიის ეკონომიკის და ზედამხედველობის სამსახურები და ორი ა(ა)იპ-ი – სტრატეგიული განვითარების სააგენტო და სკოლამდელი აღზრდის სააგენტო.

“სააგენტომ შესაძლებელია გონივრულად შეამციროს შტატიან და შტატგარეშე თანამშრომელთა ხელფასების ხარჯი. შტატების ოპტიმიზაციით და ეკონომიით მიღებული თანხები მოხმარდეს სააგენტოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლებას და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას” , – აღნიშნული რეკომენდაცია შიდა აუდიტმა სტრატეგიული განვითარების სააგენტოს მისცა.

რაც შეეხება, სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს აუდიტის შედეგებს, სამსახურის ცნობით, გამოვლენილი რისკები და გაცემული რეკომენდაციები დამუშავების პროცესშია. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.