ახალი ამბები

ერთ-ერთ ორგანიზაციას გორში სტალინის ნოსტალგიის დაძლევა სურს

„სტალინის გარშემო არსებული დეზინფორმაციისა და ნოსტალგიის დაძლევა: ახალი იდენტობა ქალაქ გორისთვის” , – ასე ჰქვია პროექტს, რომლის განხორციელებაც არასამთავრობო ორგანიზაციამ IDFI – ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა დაიწყო.

“დეზინფორმაციული ნარატივები, რომლებიც გორში სტალინის მიმართ სენტიმენტებსა და ნოსტალგიას ეფუძნება, თაობიდან თაობას გადაეცემა და კვლავაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონის იდენტობის ჩამოყალიბებაში. სტალინის კულტის მუდმივი ინსტრუმენტალიზაციის გამო, რეგიონი კვლავ საზრდოობს სტალინის გარშემო არსებული მითებით” , – განმარტავს ორგანიზაცია.

მათივე თქმით, პროექტის ფარგლებში შეიქმნება, საარქივო მასალებზე და ისტორიულ ანალიზზე დაფუძნებული, ქალაქის ახალი „იდენტობის რუკა“, რომელიც ხაზს გაუსვამს გამორჩეულ ისტორიულ მომენტებსა და ფიგურებს, როგორც ქალაქის უნიკალურობისა და მდიდარ ისტორიის მახასიათებლებს. პროექტის განხორციელება IDFI-მ ქალაქის მერთან შეხვედრით დაიწყო. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მხარდაჭერა აღუთქვა პროექტს და მის ავტორებს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.