ახალი ამბები

დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულები უკრაინას სოლიდარობას უცხადებენ 

საქართველოს დემოკრატიის სკოლების კურსდამთავრებულთა ასოციაციამ გაავრცელა უკარაინის მხარდასაჭერი განცხადება, სადაც მეგობარ ქვეყანას ოკუპანტთან ბრძოლაში სოლიდარობას უცხადებს. 

“საქართველოც და უკრაინაც ათეულ წელზე მეტია რუსეთის მიერ წარმოებულ ჰიბრიდულ ომს ებრძვიან. თუმცა, ერთმანეთის მხარში დგომით და ურთიერთგაძლიერებით, ისტორიული ბრძოლა თავისუფლებისა და შემდგომი დემოკრატიული განვითარებისთვის მთავარ მიზნად რჩება. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა, მრავალჯერ გამოვცადეთ და ზუსტად ვიცით, რას ნიშნავს რუსეთის აგრესიული პოლიტიკა თავისუფალი ქვეყნებისა თუ კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგ. არასდროს დავივიწყებთ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას აფხაზეთის, ცხინვალისა და 2008 წელს რუსეთის მიერ წარმოებულ ომებში, – ნათქვამია განცხადებაში. 

გორის დემოკატიის სკოლის ერთ-ერთ კურსდამთავრებული და სამოქალაქო აქტივისტი, თეონა ფანქველაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ახლა დუმილი გაუმართლებელია, რადგან გასაჭირის ჟამს უკრაინა საქათველოს გვერდით იდგა. 

“რაც უკრაინასთან მიმართებაში ხდება, არის ყოვლად მიუღებელი, რუსეთის მხრიდან. ამასთანავე, არ გაღიზიანების პოლიტიკამ, რასაც ჩვენი ხელისუფლება  2012 წლიდან აწარმოებს შედეგი არ გამოიღო. პირიქით, ყოველდღიურად ვკარგავთ ტერიტორიებს. რუსეთისთვის მიუღებელია პოროგრესული, დემოკრატიული, განვითარებული და დამოუკიდებელი სახელმწიფოები. რუსეთს თავისი იმპერიალისტური მიზნები აქვს და ეს მიზნები დამღუპველია, ისევე როგორც საქართველოსთვის და უკრაინისთვის, ასევე მთლიანად დემოკრატიული სამყაროსთვის.  ხელისუფლების მხრიდან სამარცხვინოა დუმილი და უმოქმედობა, მაშინ როდესაც უკრაინა ყოველთვის ჩვენს გვერით იდგა”, – ამბობს თეონა ფანქველაშვილი. 

ინფორმაციისთვის, ბოლოს გავრცელებული ცნობებით, რუსეთი უკრაინაში შესაჭრელად ემზადება და თავდასხმას 16 თებერვალს გეგმავს. 

დატოვეთ კომენტარი