ახალი ამბები

მამაკაცი, რომელიც გორთან გარდაცვლილი იპოვეს, სავარაუდოდ, ავარიას ემსხვერპლა

მამაკაცი, რომელიც გორთან ახლოს, ორთაშენში ავტომაგისტალის ხიდის ქვეშ გარდაცვლილი იპოვეს, სავარაუდოდ ავარიას ემსხვერპლა. 

თვითმხილველების ვარაუდით, გუშინ ამ ადგილას ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა და მამაკაცი მაგ დროს გადავარდა ხიდიდან.

ფაქტზე შსს -მ გამოძიება 276 მუხლის მე -6 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძაობის უსაფრთხოების დარღვევას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

დატოვეთ კომენტარი