ახალი ამბები

გორთან ახლოს მამაკაცის ცხედარი იპოვეს – გარდაცვლილი სავარაუდოდ სამხედრო პირია

გორთან ახლოს, სოფელ ორთაშენში, ავტომაგისტრალის ხიდის ქვეშ მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

 ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. 

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცი სამხედრო პირია და ის სავარაუდოდ თავდაცვის ძალების ოფიცერია. თვითმხილველების ვარაუდით, შესაძლოა მამაკაცი ხიდიდან ჩავარდა და გარდაიცვალა.

შსს – ში მომხდარზე ოფიციალურ კომენტარს საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ გააკეთებენ.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.