ახალი ამბები

45 პროექტი, რომელიც 2022 წელს გორში განხორციელდება – ნახე რა გაკეთდება შენს უბანში

გორში “სამოქალაქო ბიუჯეტის” პროგრამის ფარგლებში 2022 წლის განმავლობაში 45 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება.

“45 პროექტი ადგილობრივებმა 2021 წელს ხმათა უმრავლესობით შეარჩიეს და ინიციატივები განსახორციელებლად მერიას წარუდგინეს. პროგრამის მიზანია მუნიციპალურ პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის ზრდის ხელშეწყობა და ადგილობრივი ბიუჯეტის მათი ინტერესების გათვალისწინებით განაწილება” , – აცხადებენ მერიაში.

რადიო “მოზაიკა” გთავაზობთ იმ პროექტების ჩამონათვალს, რომელიც მიმდინარე წელს გორის მუნიციპალიტეტში განხორციელდება:

  1. ქანდაკების მოწყობა შადრევანზე
  2. შინდისის გმირების გამზ. #24 – ის მიმდებარედ სპორტული მოედნის რეაბილიტაცია
  3. კომბინატის დასახლებაში სკვერების რეაბილიტაცია
  4. ელექტროფიკაციის, სადგურისა და ჭალის დასახლებაში ტრენაჟორების მოწყობა
  5. ქ. გორში, ჭალისა და სადგურის დასახლებაში სკვერების მოწყობა
  6. ქ. გორში, წმ. წყლის დასახლებში მუსხელიშვილის ქუჩაზე მინი მოედნის მოწყობა
  7. ქ. გორში, წმ. წყლის დასახლებში 5 მკ/რ ბინა 10-სა და 10ა-ს მიმდებარედ სკვერის მოწყობა
  8. ქ. გორში, მელიქიშვილის ჩიხის # 31ის და # 35 -ის დასავლეთ მხარეს მდინარის გასამაგრებელი გაბიონების მოწყობა
  9. ქ. გორში, თამარ მეფის ქ. N 81 -ის მიმდებარედ მინი სპორტული სტადიონის მოწყობა
  10. ქ.გორში, ვერხვების დევნ. დასახლებში სასაფლაოსთან მისასვლელი გზის მოასფალტება
  11. ფლავი – გარეგანათების მოწყობა
  12. დიდი გარეჯვარი – გარეგანათების მოწყობა;
  13. კარალეთი – გარეგანათების მოწყობა
  14. ბერბუკი ადმინისტრაციული ერთეული; სოფლები სვენეთი და ხელთუბანი – გარეგანათების მოწყობა
  15. გარე განათების მოწყობა სოფლებში: მეჯვრისხევი, კვარხეთი, ზერტი, ფაბრიკის დასახლება;
  16. სოფელ პატარა გარეჯვარში სკვერისა და ტრენაჟორების მოწყობა
  17. სოფელ შავშვებში კლუბის რეაბილიტაცია
  18. სოფ მერეთში არსებული სტადიონის მიმდებარედ ტრენაჟორების მოწყობა
  19. სოფელ კოშკასა და ზარდიაანთკარში სკვერების მოწყობა
  20. სოფელ სკრაში სტადიონის მიმდებარედ ტრენაჟორების მოწყობა და შემოღობვა
  21. სოფელ ბეთლემში ტრენაჟორების მოწყობა
  22. სოფელ ტირძნისში მინი სტადიონის რეაბილიტაცია
  23. სოფელ ერგნეთში სავარგულებთან მისასვლელი გზების და წყალგამტარების მოწყობა
  24. სოფ არბოში სკოლის ტერიტორიის მიმდებარედ სტადიონის მოწყობა
  25. სოფელ ტინისხიდში ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაცია
  26. სოფელ ახალდაბაში დასასვენებელი საბავშვო სკვერის მოწყობა
  27. სოფელ ახალდაბაში სასმელი წყლის სისტემის გამრიცხველიანება
  28. სოფელ ქვახვრელში საბავშვო ბაღის შენობის სახურავის რეაბილიტაცია და შესასვლელში საფარის მოწყობა
  29. სოფ ქვახვრელში ჩოგბურთისა და კალათბურთის მოედნის მოწყობა
  30. სოფელ შინდისის ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაცია
  31. სოფელ ქიწნისში სტადიონის რეაბილიტაცია
  32. სოფელ სათემოში სკვერის მოწყობა ატრაქციონებითა და განათებით
  33. სოფელ ბერშუეთში ხელოვნურ საფარიანი სტადიონის მოწყობა
  34. სოფელ ახალშენში, ახალსოფელსა და ზეღდულეთში სავალი გზის მოწესრიგება ფრაქციული ღორღით
  35. სოფლებში: ახალუბანსა და აძვში წყალმომარაგების სისტემის მოწესრიგება
  36. სოფელ ატენში ტრენაჟორებისა და საბავშვო ატრაქციონების მოწყობა
  37. სოფელ ატენში სარწყავი არხის რეაბილიტაცია გოფრირებული მილებით 500-700მ.
  38. სოფელ ზემო ხვითში გზების მოწყობა ფრაქციული ღორღით
  39. სოფელ მღებრიანში გზების მოწესრიგება
  40. სოფელ ქვ ბოშურის ადმ. შენობის თავისუფალ სივრცეში ახალგაზრდული ცენტრის მოწყობა
  41. სოფელ ქვ. ბოშურში ადმ. შენობასთან ფანჩატურის მოწყობა, ტერიტორიის მოპირკეთება და მოსაცდელების მოწყობა ბოშურის ად ერთეულში
  42. სოფელ საყავრეში გზების მოწესრიგება
  43. სოფელ ტყვიავში საბავშვო სკვერის მოწყობა
  44. სოფელ ხიდისთავში სასაფლაოსთან მისასვლელი გზის გამაგრებითი სამუშაოები
  45. სოფელ ხიდისთავში არსებული სტადიონის რეაბილიტაცია
დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.