ახალი ამბები

გორის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველთა რაოდენობა 4 243-თ გაიზარდა

2021 წლის განმავლობაში, გორის მუნიციპალიტეტში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 4 243-თ გაიზარდა. ინფორმაციას სოციალური მომსახურების სააგენტო ავრცელებს.

“გორის მუნიციპალიტეტში 2021 წლის იანვრის მდგომარეობით, საარსებო შემწეობას 21 196 ადამიანი იღებს, მათ შორის ქალაქში 3 685 ცხოვრობს, ხოლო სოფლებში 17 511” , – ამბობენ სააგენტოში.

იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით, საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 4 243-თ გაიზარდა. 2021 წლის დეკემბრის მონაცემებით, გორში 5 163 ადამიანი იღებს დახმარებას, სოფლებში კი, 20 276.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.