ახალი ამბები

გორის მერიაში სახელმწიფო აუდიტის სამსახური შევიდა

გორის მუნიციპალიტეტის მერიაში სახელმწიფო აუდიტი შევიდა. ისინი უწყების 2020-2021 წლების საქმიანობას სწავლობენ.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურში განმარტავენ, რომ შემოწმება გეგმიურია.

“ახლახანს დაიწყო სახელმწიფო აუდიტმა გორის მერიის შემოწმება, რთულია წინასწარ იმის განსაზღვრა, როდის დასრულდება შემოწმება” ,  – ამბობს ტატა გამყრელიძე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი.

ინფორმაციისთვის, ბოლოს სახელმწიფო აუდიტმა დასკვნა გორის მერიის მუშაობასთან დაკავშირებით 2019 წელს გამოაქვეყნა.

დატოვეთ კომენტარი