ახალი ამბები

ერგნეთის ომის მუზეუმში მედიათეკა მოეწყო 

ერგნეთის ომის მუზეუმის საგანმანათლებლო სივრცეში მედიათეკა მოეწყო. მუზეუმის დამაარსებლის, ლია ჩლაჩიძის თქმით, მედიათეკის მოწყობაში წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციცია დაეხმარათ. 

ადგილზე ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა თემატიკის წიგნები ჩაიტანეს. შეხვედრაზე იმყოფებოდა ასევე მწერალი ტორეა მოსიც, რომელიც მოსწავლეებს წიგნის კითხვის მნიშვნელობაზე ესაუბრა. 

“ძალიან გავიხარე იმით,რომ გიორგიმ და ქეთიმ, ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა კარგად გამოიჩინეს თავი მსჯელობით და წიგნისადმი დამოკიდებულებით. მადლობა გვანცა ჯობავას  და ტორესა მოსის, მშვენიერი შეხვედრა გამოგვივიდა. მოგვეცა შესაძლებლობა ტელევიზიებით მიგვემართა გამომცემლობებისათვის, გაგვიწიონ თანადგომა ამ კეთილ საქმეში. დიდი მადლობა მწერალთა სახლიდან თეკლა ქველაძეს სამომავლო თანამშრომლობის მონახაზის გამო”, – ამბობს ლია ჩლაჩიძე. 

დატოვეთ კომენტარი