ახალი ამბები

გორის უნივერსიტეტის სტუდენტი გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის სტიპენდიანტია

ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი გიორგი ელიაური გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის სტიპენდიანტი გახდა.

ამის შესახებ ინფორმაცია გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი ავრცელებს.

“2008 წელს დედამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაგვეტოვებინა მშობლიური სოფელი ვილდა და წამოვსულიყავით. ბევრმა რთულმა წელმა განვლო მას შემდეგ, უცხო მხარეში, თუმცა აი, მე აქ ვარ. ვარ სტუდენტი, პარალელურად ვმუშაობ ჟურნალისტად, ვიღებთ ოსურენოვან რეპორტაჟებს შიდა ქართლში მცხოვრები ეთნიკურად ოსი მოსახლეობის შესახებ, რაც ძალიან დიდ მიღწევად მიმაჩნია. ასევე, სრულიად უსასყიდლოდ ვასწავლი ოსურ ენასაც მიუხედავად იმისა, რომ ოსურ სკოლაში არ მისწავლია“, – ამბობს ელიაური

გიორგი ეთნიკურად ოსია. იგი ცხინვალის რაიონის სოფელი ვილდადანაა, თუმცა 2008 წლიდან ის გორში ცხოვრობს. გიორგი ცდილობს, ოსური ენა სხვებსაც ასწავლოს, რისთვისაც ოსური ენის ონლაინ გაკვეთილებს ატარებს. ის ასევე წერს მოთხრობებს, ლექსებს, ჩანახატებს; თარგმნის ქართველი მკითხველისთვის უცნობ ოსურ ლიტერატურულ ნაწარმოებებს.

დატოვეთ კომენტარი