ახალი ამბები

გორის მუნიციპალიტეტის 10 სკოლაში სასწავლო პროცესი კოვიდის გამო შეჩერდა

გორის მუნიციპალიტეტის 10 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი კოვიდის გამო შეჩერდა.

რესურსცენტრის ხელმძღვანელის ნანა ტერმაკოზაშვილის თქმით, სრულად დისტანციურ რეჟიმზე ქალაქის 4, ხოლო სოფლის 6 სკოლა გადავიდა.

“უახლესი მონაცემებით, სრულად დისტანციურ რეჟიმზე ახორციელებს სასწავლო პროცესს გორის მე-4, მე-9, მე-10, მე-12, ხელთუბნის, ქვახვრელის, ახალდაბის, ქერეს, კარალეთის 1, კარალეთის მე-2 საჯარო სკოლები”, – ამბობს ნანა ტერმაკოზაშვილი

კოვიდრეგულაციების გათვალისწინებით აღნიშნული სკოლები საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესს ორი კვირის შემდეგ შეძლებენ.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.