ახალი ამბები

გორელი ახალგაზრდების მიერ შექმნილი ინოვაციური თოვლის ბაბუები ბავშვებს გადასცეს 

გორის მუნიციპალიტეტის მერია საბავშვო ბაღებს, საჯარო სკოლებს, სათემო ცენტრებსა და ხუთი და მეტშვილიან ოჯახებს გორელი ახალგაზრდების მიერ შექმნილ ინოვაციურ, ციფრულ თოვლის ბაბუებსა და წიგნებს გადასცემს”, – ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს. 

“წიგნის პერსონაჟები კომპიუტერულ თამაშში ცოცხლდებიან, ხელით შექმნილი თოვლის ბაბუა კი ქართულად ალაპარაკდება და პატარებს ახალ წელს მიულოცავს”, – განმარტავენ მერიაში. 

პროექტი, რომელიც გორის მერიამ ა(ა)იპ ადამიანის უფლებების კვლევის ცენტრთან ერთად თანადაფინანსების ფარგლებში განახორციელა, მიზნად ისახავდა ახალგაზრდების ციფრული აზროვნებისა და უნარების განვითარებას.

გორელმა ახალგაზრდებმა შეისწავლეს კომპიუტერული პროგრამა, რომელიც საშუალებას იძლევა სხვადასხვა ზღაპრის გმირებისა თუ ანიმაციური პერსონაჯების გრაფიკაში გაცოცხლებას.

14 -29 წლის ახალგაზრდებმა გაიარეს ტრენინგები და პროექტის ფარგლებში თავადვე დასაქმდნენ ინოვაციური პროდუქტის შექმნაზე.

დატოვეთ კომენტარი