ახალი ამბები

გორის ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს

ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელი ლიანა კოვზიაშვილი თანამდებობის დატოვებას აპირებს.

“წასვლა გადაწყვეტილი მაქვს, თუმცა როდის დავწერ განცხადებას ჯერ არ ვიცი” , – განმარტავს ლიანა კოვზიაშვილი.

კოვზიაშვილი სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს დირექტორად კონსტანტინე თავზარაშვილის მერად არჩევის შემდეგ დაინიშნა და უწყებას 4 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.