ახალი ამბები

გორის მერია ადგილობრივ სპორტსმენებს დააჯილდოებს 

გორის მერია ადგილობრივ სპორტსმენებს დააჯილდოებს. ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელმა, რამაზ შიოშვილმა განაცხადა.  მისი თქმი ჯილდოს 75 სპორტსმენი მიიღებს. 

” ჩვენ გადავწყვიტეთ 2021 წლის სპორტული მოღწევების გათვალისწონებით სპორტსმენების დაჯილდოება. აქ არის ძიუდო, თავისუფალი, კრივი, ასევე არიან მათი მწვრთნელები.  იქნება ფულადი ჯილდო, პირველი კატეგორია 500 ლარი, მეორე – 400 მესამე – 300. მწვრთნელებს 200 ლარი. ასევე გვინდა, სომბოლური ბროლის სუვენირები გადავცეთ ოლიმპიელებს, რომელზეც სახელი და გვარი იქნება დატანილი”, – განაცხადა რამაზ შიოშვილმა. 

ღონისძიება 27 დეკემბერს გორის სპორტის სასახლეში გაიმართება.

დატოვეთ კომენტარი