ახალი ამბები

საახალწლო ღონისძიება გორში 7 იანვარს ჩატარდება

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 24 დეკემბრიდან 8 იანვრის ჩათვლით, საქართველოს ყველა რეგიონში საახალწლო ღონისძიებები გაიმართება.

63-ვე მუნიციპალიტეტში საშობაო ბაზრობები, გამოფენა- გაყიდვები, საბავშვო გასართობი სივრცეები მოეწყობა. ტერიტორიაზე განთვასდება ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები.

საახალწლო ღონისძიება გორში 7 იანვარს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

“მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ პატარებს თოვლის პაპა ტკბილეულსა და საჩუქრებს გადასცემს. საღამოს საათებში, როგორც ადგილობრივი, ასევე, დედაქალაქიდან მოწვეული შემსრულებლების მონაწილეობით გაიმართება კონცერტები. ღონისძიებები დასრულდება საზეიმო ფოიევერკით. ღონისძიებებზე დაცული იქნება კოვიდ რეგულაციები”, – ნათქვამია განცხადებაში. 

დატოვეთ კომენტარი