ახალი ამბები

“ციფრული წარსული” – გორის ხელოვნების სახლში გამოფენა მოეწყობა

“ციფრული წარსული”, – ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც გორის ხელოვნების სახლში მოეწყობა.

ნამუშევრები გორელ ფოტოგრაფთა კლუბს ეკუთვნის. გამოფენა მოიცავს გორის მუნიციპალიტეტში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს.

პროექტის ფარგლებში მოხდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების (250ზე მეტი) ფოტოფიქსაცია, მომზადდა კატალოგი, რომლის პრეზენტაციაც ამავე ღონისძიების ფარგლებში გაიმართება. ასევე, შეიქმნა ერთიანი ბაზა რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის და შეიქმენა 20 მდე ძეგლის ვირტუალური დათვალიერების მოდული, რომელის ნახვის საშუალებაც შესაძლებელია ჩვენს ვებ გვერდზე. www.photo-graphy.ge”, – ამბობს ოთო გვრიტიშვილი

ღონისძიება 12 დეკემბერს 17:00 საათზე დაიწყება.

პროექტი დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში.

დატოვეთ კომენტარი