ახალი ამბები

გორის კლინიკებში წელს კორონავირუსით 165 პაციენტი გარდაიცვალა

გორის კლინიკებში მიმდინარე წლის 1-ლი იანვრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად, 165 პაციენტი გარდაიცვალა.

covid19-თ გარდაცვლილთა ყველაზე მეტი რაოდენობა გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალშია. აქ მიმდინარე წელს ვირუსს 107 პაციენტი ემსხვერპლა.

რაც შეეხება, “გორმედის” ქსელის გორის კლინიკას, გარდაცვლილთა რაოდენობა 58-ს აღწევს.

კორონავირუსით გარდაცვლილთაგან ყველაზე ახალგაზრდა 30 წლის ასაკისაა, ხოლო ყველა უფროსი 92 წლის.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, კორონავირუსს საქართველოს 12 407 მოქალაქე ემსხვერპლა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.