ახალი ამბები

პრეზიდენტის მრჩეველი: მუნიციპალიტეტების მეტად განვითარებაზე ერთად უნდა ვიმუშაოთ

“დგილობრივი თვითმმართველობის დეცენტრალიზაციის თემაზე კონფერენცია გაიმართა, სადაც სიტყვით გამომსვლელთა შორის, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველიც იყო. იაგო წიკლაურმა მოქალაქეთა ჩართულობის მნიშვნელობასა და “სამოქალაქო ბიუჯეტის” შესაძლებლობებზე ისაუბრა, რაც მოსახლეობის გააქტიურებასა და პროცესებში მის თანამონაწილეობას უწყობს ხელს. სიტყვით გამოსვლისას წიკლაურმა ახალ მერებსა და საკრებულოებს მიულოცა არჩევნებში გამარჯვება და მომავალ სამიქნობაში წარმატება უსურვა.

“საყურადღებოა ყველა ის აქტივობა, რომლებსაც წვლილი შეაქვს რეგიონებში მოსახლეობის ჩართულობის პროგრამების დანერგვაში და განხორციელებაში. განსაკუთრებით აღსანიშნია ჩვენი უცხოელი პარტნიორების მხარდაჭერა, მათ შორის პოლონეთის რესპუბლიკის აქტივობები თანამონაწილეობითი ბიუჯეტის, იგივე “სამოქალაქო ბიუჯეტის” პროგრამის დანერგვა-განვითარების მხრივ. დღეს, ერთობლივად შეგვიძლია შევქმნათ უკეთესი პირობები მუნიციპალიტეტების კეთილდღეობისა და მრავალდონიანი მმართველობის განვითარებისათვის, რასაც ასევე გვავალდებულებს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაც. მოქალაქეებთან ერთად და მათი აქტიურობით, მნიშვნელოვანია ადგილებიდან წამოწყებული ინიციატივების და ისეთი პროგრამების განხორციელება, რომლებსაც შეუძლიათ დაეხმარონ და ჩამოაყალიბონ თანამედროვე მოქალაქე, როგორც პარტნიორი მმართველი”, – აღნიშნა, პრეზიდენტის მრჩეველმა რეგიონული პოლიტიკის საკითხებში, იაგო წიკლაურმა

ინფორმაციისთვის, კონფერენცია ჩატარდა საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ორგანიზაციების “პოლონეთის სოლიდარობის ფონდი საქართველოში“ (SFPL in GEO) და “საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის“ ორგანიზებებით.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების სამინისტროს, პოლონეთის საელჩოს წარმომადგენლებმა, მუნიციპალიტეტების მერებმა, სპეციალისტებმა და ექსპერტებმა.

კონფერენციაზე განიხილეს ადგილობრივი თვითმმართველობის გამოწვევები და წარმატებული ისტორიები საქართველოში დეცენტრალიზაციის კონტექსტში. აღნიშნულ თემებზე შეხვედრის მონაწილეებმა საერთაშორისო ექსპერტების გამოცდილებაც მოიზმინეს, რაც სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობის ტენდენციებს მოიცავდა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.

საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის, იაგო წიკლაურის მიმართვა 2021 წლის 26 ნოემბერს „ადგილობრივი თვითმმართველობის დეცენტრალიზაციის პლატფორმა 2021“ კონფერენციაზე”მოგესალმებით,მივესალმები პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლებს, არჩეულ მერებს, თვითმმართველობის წარმომადგენლებს, პოლონეთის საელჩოს წარმომადგენლებს, უცხოელ და ადგილობრივ სპეციალისტებს, ექსპერტებს, აქ დამსწრე საზოგადოებას!ვულოცავ არჩეულ მერებს და საკრებულოების წევრებს თვითმმართველობების ახალი სამუშაო ეტაპის დაწყებას.აღნიშნული ფორუმი ტარდება საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით, რაც მეტყველებს თვითმმართველობების განვითარების მნიშვნელობაზე მოქალაქეთა ჩართულობით და თანამონაწილეობით.

კიდევ ერთხელ მივესალმები საერთო ძალისხმევას ადგილობრივი თვითმმართველობების განვითარებისთვის და გისურვებთ მეტ პარტნიორობას მოქალაქეებსა და მუნიციპალიტეტების მმართველობებს შორის.პატივისცემით,საქართველოს – თბილისში, სასტუმრო „ბილტმორში“ გაიმართა კონფერენცია თემაზე „ადგილობრივი თვითმმართველობის დეცენტრალიზაციის პლატფორმა”.კონფერენცია ჩატარდა საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით, ორგანიზაციების „პოლონეთის სოლიდარობის ფონდი საქართველოში“ (SFPL in GEO) და „საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის“ ორგანიზებით. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების სამინისტროს, პოლონეთის საელჩოს წარმომადგენლებმა, მუნიციპალიტეტების მერებმა, სპეციალისტებმა და ექსპერტებმა.პლატფორმის მიზანია გააერთიანოს სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და ექსპერტები, რომელთაც აქვთ ადგილობრივ დონეზე ინკლუზიური გადაწყვეტილებების მიღების და მოქალაქეების ჩართულობის გამოცდილება, ასევე ხელი შეუწყოს საბიუჯეტო პროცესის განვითარებას თვითმმართველ ერთეულებში.კონფერენციაზე განსახილველ თემას წარმოადგენს დეცენტრალიზაცია და ადგილობრივი თვითმმართველობა გამოწვევები და წარმატებული ისტორიები საქართველოში.საერთაშორისო ექსპერტებმა გაგვიზიარეს დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ტენდენციები ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები