ახალი ამბები

გორის მერი შავშვებში ვაქცინაციის პროცესს დაესწრო

გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი სოფელ შავშვებში ვაქცინაციის პროცესს დაესწრო.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ადგილობრივ მოსახლეობას იმუნიზაციის მნიშვნელობაზე ესაუბრა. მისი განცხადებით, ვაქცინაცია არის ერთადერთი გზა, რითიც შესაძლებელია შევაჩეროთ პანდემიის გავრცელება. მერის თქმით, წამახალისებელმა ღონისძიებებმა მნიშვნელოვნად გაზარდა აცრის მსურველთა რაოდენობა.

შავშვების ამბულატორია მეზობელ სოფლებსაც ემსახურება, სადაც აცრის მსურველებს წინასწარი ჯავშნის გარეშე შეუძლიათ ვაქცინაცია. გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში იმუნიზაციის ჩატარება 6 ლოკაციაზეა შესაძლებელი. გარდა ამისა, მობილური ჯგუფების საშუალებით შშმ პირებს ადგილზე შეუძლიათ აცრა.

„ავიცრათ ერთმანეთისთვის“ კამპანიასთან ერთად, აქტიურად მიმდინარეობს 60 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის 200-ლარიანი დანამატის გაცემის პროგრამაც. ამ ასაკობრივ კატეგორიაში შემავალი ადამიანები, რომლებიც მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, პირველ „კოვიდ-19“ საწინააღმდეგო აცრას გაიკეთებენ, შეძლებენ აღნიშნული თანხის მიღებას.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.