ახალი ამბები

გორში კაცმა ცოლი სცემა, ახრჩობდა და მოკვლით დაემუქრა

გორის რაიონულმა სასამართლომ განიხილა ა.პ-ს საქმე, რომელმაც გამოძიების მიხედვით, არასრწულწლოვანი შვილების თანდასწრებით მეუღლეს ფიზიკური ზიანი მიაყენა.

“შვილების თანდასწრებით, მთვრალმა ა.პ-მ მეუღლეს მ.პ-ს რამდენჯერმე დაარტყა ხელი თავსა და მკლავზე და ყელში მოუჭირა ხელი, რის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამავე დროს ბრალდებული მეუღლეს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში” , – აღნიშნულია სასამართლოს განაჩენში.

ბრალდებულმა დანაშაული აღიარა და მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა შემამსუბუქებელ გარემოებად ჩათვალა ისიც, რომ ა.პ-ს დაზარალებული შეურიგდა და პრეტენზია არ აქვს. აქედან გამომდინარე, სასამართლომ ჩათვალა, რომ ბრალდებულის საზოგადოებისგან იზოლაციის აუცილებლობა არ არსებობს, თუმცა კანონით დადგენილი სასჯელის მიზნებიდან გამომდინარე მის ქცევაზე უნდა დაწესდეს შესაბამისი ზედამხედველობა.

საბოლოოდ, ა.პ-ს სასჯელის ზომად განესაზღრა 2-წლიანი პირობითი მსჯავრი.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.