ახალი ამბები

გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან სააკაშვილი თბილისის სასამართლოში გადაიყვანეს

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმეზე პროცესი იწყება. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 7 ნოემბრის საქმეზე დღევანდელ სასამართლო პროცესს ესწრება.

პენიტენციური სამსახურის მანქანამ, რომელიც ესკორტის თანხლებით გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გავიდა, თბილისის საქალაქო სასამართლოში სააკაშვილი გადაიყვანა.

უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვით მიზნით სასამართლოს ტერიტორიაზე, მათ შორის წინა და გვერდით შესასვლელიდან მობილიზებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით პოლიცია. თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს, ჟურნალისტებს არც პროცესზე და არც სასამართლოს ტერიტორიის შიდა პერიმეტრზე არ უშვებენ. აქედან გამომდინარე, მედიის წარმომადგენლები თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოს შესასვლელიდან მუშაობენ.

დაიგეგმა საპროტესტო აქციაც, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა დაანონსეს. პარტიის ინფორმაციით, ისინი მიხეილ სააკაშვილის პროცესის პარალელურად შეიკრიბებიან სასამართლოს ეზოში და მხარდაჭერას გამოხატავენ მესამე პრეზიდენტის მიმართ.

სამართალდამცავების მობილიზება შეინიშნება გორშიც, სამხედრო ჰოსპიტალთან პოლიცია მესამე პრეზიდენტის თბილისში გადაყვანის შემდეგაც პატრულირებს.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები