ახალი ამბები

გორში, სამხედრო ჰოსპიტალში მყოფი სააკაშვილი პირადმა ექიმმა მოინახულა

გორის სამხედრო ჰოსპიტალი მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა გვიან ღამით დატოვა. ნიკოლოზ ყიფშიძის ინფორმაციით, ჯანმრთელობის მდგომარეობის აღდგენის პროცესი გეგმის მიხედვით მიდის, თუმცა გარკვეული საფრთხეები ჯერ კიდევ არსებობს და თვლის, რომ მკურნალობის გასაგრძელებლად ფსიქიატრის და ფსიქოლოგის ჩართვაა საჭირო.ყიფშიძის განმარტებით, სააკაშვილი ითხოვს ალტერნატიული კომისია რეაბილიტაციის პროცესში ჩაერთოს.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგის კუთხით შექმნილი კონსილიუმის წევრის, რეანიმატოლოგ ინეზა სულამანიძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილის ლაბორატორიული პარამეტრები გაუმჯობესებულია. როგორც მან გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისი მონახულების შემდეგ განმარტა, მიხეილ სააკაშვილი ექიმების მითითებებსა და რეკომენდაციებს ითვალისწინებს და მათი დახმარებით მადლობელია.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.