ახალი ამბები

გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით გორიჯვრის მიმდებარე ტერიტორია გაიწმინდა 

გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, დასუფთავდა სოფელ გორიჯვრის მიმდებარე ტერიტორია, – ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო ავრცლებს. 

“ფერდობიდან ჩამოშლილი მიწის მასისგან გაიწმინდა და წყლის ჭავლით გაირეცხა ტაძარამდე მისასვლელი საავტომობილო გზა და სანიაღვრე არხები. გამოიცვალა საგზაო უსაფრთხოების დაზიანებული სარკეები. დღესასწაულზე, ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე დამატებით განთავსდება ნაგავშემკრები კონტეინერები”, – ნათქვამია განცხადებაში. 

ინფორმაციისთვის, 23 ნოემბერს საქართველოში წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღე აღინიშნება. ამ დღეს გორელები გორიჯვრობას აღნიშნავენ და წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში წირვა-ლოცვა აღევლინება. 

დატოვეთ კომენტარი