ახალი ამბები

სოციალურად შეჭირვებული პედაგოგებისთვის პროექტის ინიცირებას ვგეგმავთ – ბოლაშვილი

გიორგი გახარიას გუნდის წარმომადგენლები გორში, რომლებიც 2021 წლის მოწვევის საკრებულოს წევრები გახდნენ პედაგოგებისთვის ახალი პროექტის ინიცირებას გეგმავენ. მაია ბოლაშვილის განმარტებით, პირველივე სხდომაზე საკითხის გაჟღერებისთვის შესაბამისი დრო და ვითარება არ იქნება, თუმცა მისი განმარტებით, მას შემდეგ, რაც ფრაქციას საკითხის ინიცირების საშუალება მიეცემა, სოციალურად დაუცველი პედაგოგების მხარდასაჭერად, წიასწარ შემუშავებულ პროექტს წარუდგენენ ადგილობრივ წარმომადგენლობით ორგანოს.

პროექტი, შეეხება იმ პედაგოგებს,რომლებსაც ჯერ არ ჩაუბარებიათ მასწავლებელთა საგნობრივი გამოცდა. ამასთან დაკავშირებით გვაქვს მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი ინიციატივები. ძირითადი აქცენტი გაკეთდება სოციალურად შეჭირვებულ პედაგოგებზე”, – უთხრა რადიო “მოზაიკას” პარტიის “საქართველოსთვის” წარმომადგენელმა, მაია ბოლაშვილმა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.