ახალი ამბები

„გელოდებით გულიან გორელებს” – თეატრის სკვერში საქველმოქმედო აქცია გაიმართება

“ჩააცვი ხეებს” , – გორში, თეატრის სკვერში 21 ნოემბერს, 12:00 საათზე საქველმოქმედო აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორები არიან საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების გორის ფილიალის მოხალისეები.

“მოიტანე შენი ძველი ქურთუკი, პალტო, კაშნე, ქუდი, ხელთათმანი ან ნებისმიერი თბილი სამოსი და ჩააცვი ხეებს… მოქალაქეები კი, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება თბილი ტანსაცმელი (პანდემიის ფონზე ასეთი ბევრია სამწუხაროდ) ჩამოხსნიან და წაიღებენ სახლში” , – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

რატომ ხეებს? – აქციის ორგანიზატორები აღნიშნულ კითხვასაც პასუხობენ:

“ერთის მხრივ ეს გააადვილებს მათთვის საჭირო ტანსაცმლის მიღებას, ვისაც ერიდება თხოვნა ან ხელიდან გამორთმევა, ხოლო მეორეს მხრივ იდეალური შესაძლებლობაა მათთვისაც, ვისაც გაცემა სურს ისე, რომ ადრესატმა არ იცოდეს მისი ვინაობის შესახებ…

გელოდებით გულიან გორელებს!

მანამდე კი გააგებინეთ ეს ამბავი რაც შეიძლება მეტ ადამიანს”

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.