ახალი ამბები

გორის სტადიონზე, საქართველო – უზბეკეთის მატჩზე 1600-მდე გულშემატკივარს დაუშვებენ

გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი საერთაშორისო ამხანაგური მატჩის მასპინძლობისთვის მზადაა. შეხვედრა საქართველოსა და უზბეკეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის 15 ნოემბერს 18:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ბოლოს 2017 წლის 10 ნოემბერს კვიპროსის წინააღმდეგ ითამაშა. საერთაშორისო ამხანაგური მატჩი ჩვენი გუნდის გამარჯვებით ანგარიშით – 1:0 დასრულდა.

მიმდინარე თვის პირველ მატჩს საქართველოს ნაკრები 11 ნოემბერს ბათუმში გამართავს. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი შეხვედრა საქართველოსა და შვედეთს შორის ბათუმი არენაზე შედგება. მატჩი 21 საათზე დაიწყება.

ქვეყანაში არსებული რეგულაციების შესაბამისად, სტადიონის ტევადობის 33 პროცენტის შესაბამისი გულშემატკივართა რაოდენობა დაიშვება. გორის სტადიონი 5000-მდე მაყურებელს იტევს, შესაბამისად საქართველო-უზბეკეთის მატჩზე 1650-მდე გულშემატკივარს დაუშვებენ.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.