ახალი ამბები

გორში, კომბინატის დასახლებაში მოედანს ზვიად გამსახურდიას სახელი მიენიჭა

გორში, კომბინატის დასახლებაში, კულტურის სახლის მიმდებარედ არსებულ მოედანს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელი მიენიჭა.

​გადაწყვეტილება საკრებულოზე უმრავლესობით მიიღეს. ინიციატივა გორის ყოფილ მერს კონსტანტინე თავზარაშვილს ეკუთვნის. 

საკითხი თავდაპირველად გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედმა სამთავრობო კომისიამ განიხილა და საკრებულოს თანხმობა მისცა.

ზვიად გამსახურდია საქართველოს პირველი პრეზიდენტი იყო 1991 წლის 14 აპრილი – 1992 წლის 6 იანვრის პერიოდში. ის ასევე იყო მწერალი, მთარგმნელი, დისიდენტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.