ახალი ამბები

ქვეითი, რომელსაც გორში მანქანა დაეჯახა, რეანიმაციაშია

63 წლის ქალი, რომელსაც გორში, წმინდაწყლის დასახლებაში მანქანა დაეჯახა, “გორმედის” რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

,,პაციენტს მკურნალობა უტარდება რეანიმაციულ დეპარტამენტში. მას აღენიშნება ტრავმულ-ეპიდურული სისხლჩაქცევა და თავის ტვინის დაჟეჟილობა. ამჟამად, პაციენტი მართვით სუნთქვაზეა, უტარდება დამატებითი კვლევები, რომელთა დასრულების შემდეგაც მოხდება შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება“, – ამბობს “გორმედის” ქსელის გორის საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმი-რეანიმატოლოგი ინგა ელბაქიძე.

დატოვეთ კომენტარი