ახალი ამბები

ეროვნულ ლიგაში გორის “დილას” წაუგებელი სერია გრძელდება 

ეროვნულ ლიგაში გორის “დილას” წაუგებელი სერია გრძელდება. გორის გუნდმა სტუმრად “ტორპედო” 0:3 დაამარცხა.

შეხედრის პირველი ნახევარი გოლის გარეშე დასრულდა, მეორე ნახევარში კი ანგარიში, 55-ე წუთზე გაგნიძემ გახსნა. 77-ე წუთზე მეორე გოლი გაიფორმა მადინგამ, შეხვედრის დასასრულს კი 90-ე წუთზე ბიძინშვილმა მესამე გოლი გაიტანა. 

ბოლო 4 თამაშში “დილამ” მეტოქის კარში 12 გოლი გაიტანა, 1 გოლი გაუშვა საკუთარ კარში. 

ამ შედეგით გუნდმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თამაშისკენ გაიხსნა გზა და ლიგის სატურნირო ცხრილში 56 ქულით მესამე ადგილი დაიკავა. 

მომდევნო შეხვედრას 6 ნოემბერს “დილა” თბილისის “დინამოსთან” გამართავს. მატჩი 20:00 საათზე თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე დაიწყება.  

დატოვეთ კომენტარი
ტეგები