ახალი ამბები

გორის ეთნოგრაფიული მუზეუმის ეზოში გამოფენა გაიმართება 

სერგი მაკალათიას სახელობის გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი 22 ოქტობერს, 14:00 საათზე მუზეუმის ეზოში გამოფენას “მხატვრის თვალით დანახული გორი” მოაწყობს. 

მუზეუმის დირექტორის, თინათინ სოსანიძის თქმით, გამოფენა ერთ დღიანი იქნება და დათვალიერება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. 

“გორის დღეები, რომ ვერ ჩატარდა, ვიფიქრეთ რომ ამ ფორმით მაინც გავახსენოთ ხალხს ძველი გორი. ჩვენს მუზეუმში დაცული ექსპონანტები გამოიფინება და საკმაოდ დიდი რაოდენობით არის. ძველი გორის უბნები, ხედები, ქუჩები. ღია სივრცეში გადავწყვიტეთ გაკეთება, რადგან დაცული იყოს კოვიდრგულაციები. გამოფენა 18:00 საათამდე იქნება”, – გვითხრა თინათინ სოსანიძემ. 

დატოვეთ კომენტარი