ახალი ამბები

დღევანდელი და 10 წლის წინანდელი გორი კარდინალურად განსხვავდება ერთმანეთისგან – ხინჩეგაშვილი

გორის ახლადარჩეული მერი “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში განხორციელებულ პროექტებზე  საუბრობს და აცხადებს, რომ სასიკეთო ცვლილებები გორსაც შეეხო. ხინჩეგაშვილის განმარტებით, პოლიტიკაში ამ დრომდე ჩართული არ ყოფილა, თუმცა მიმდინარე პროცესებს თვალს აქამდეც აქტიურად ადევნებდა. 

“აქამდე პოლიტიკურად აქტიური არასდროს ვყოფილვარ. “ქართული ოცნების“ გვერდით კი იმიტომ ვდგავარ, რომ ამ გუნდის მჯერა. მისაღებია ხელისუფლების პროდასავლური კურსი, ის, რომ მისთვის ადამიანი მთავარი ფასეულობაა. გორში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. დაიწყო გაზიფიცირების პროექტი, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება. ზოგან უკვე მოწესრიგდა წყალმომარაგების სისტემები, ზოგან პროცესი აქტიურ ფაზაშია, ზოგან კი – სამომავლოდაა დაგეგმილი. ხელისუფლებამ ძალიან დიდი ყურადღება მიაქცია ტურიზმის მიმართულებასაც. დღევანდელი და 10 წლის წინანდელი გორი კარდინალურად განსხვავდება ერთმანეთისგან”, – ამბობს ლადო ხინჩეგაშვილი.

დატოვეთ კომენტარი