ახალი ამბები

კარალეთის ამბულატორიაში ჯანდაცვის მინისტრი ვაქცინაციის პროცესს დაესწრება

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ვაქცინაციის პროცესს დაესწება, – ინფორმაციას მერის წარმომადგენელი კარალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, ზურა მურადაშვილი ადასტურებს.

მურადაშვილის თქმით, კარალეთის ამბულატორიაში ვაქცინაციის პროცესი დაიწყო და მოსახლეობას საშუალება აქვს ადგილზე ჩაიტაროს აცრა.

“კარალეთის ამბულატორიაში იწყება მოსახლეობის ვაქცინაციის პროცესი. ადგილობრივებს შეეძლებათ აიცრან ფაიზერით, სინოფარმით და სინოვაკით. ამ პროცესს დაესწრება ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ეს იქნება გაცნობითი ხასიათის საინფორმაციო შეხვედრა”, – ამბობს ზურა მურადაშვილი

დატოვეთ კომენტარი