ახალი ამბები

გორში, კვერნაქის დასახლებაში გზის მოწესრიგებას ითხოვენ 

გორში, კვერნაქის დასახლებაში, თელავის ქუჩის მაცხოვრებლები გზის მოწესრიგებას ითხოვენ. 

ადგილობრივები ამბობენ, რომ გზა იმდენად დაზიანებულია, რომ ავტომობილებით გადაადგილება უჭირთ. 

“გზა არი საშინელ მდგომარეობაში, რამდენჯერ მივმართეთ, რომ რამე ექნათ, მაგრამ ყურადღება არ მოგვაქციეს. ეზოებში ვერ შეგვყავს მანქანები”, – უთხრა რადიო “მოზაიკას” ერთ-ერთმა ადგილობრივმა. 

გორის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ აღნიშნული ქუჩის მაცხოვრებლებმა განცხადებით უნდა მიმართონ.

“განცხადებით უნდა მომართონ მერიას და შეძლებისდაგვარად იქნება გათვალისწინებული გზის რეაბილიტაცია, – განმარტავენ მერიაში. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები