ახალი ამბები

მეუფე ანდრიამ გორის მერობის კანდიდატები დალოცა 

გორისა და ატენის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრიამ გორის მერობის კანდიდატები დალოცა. 

მეუფემ ოთხივე კანდიდატი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი “ქართული ოცნებიდან”, კონსტანტინე ანანიაშვილი პარტიიდან “საქართველისთვის”, ვასილ მახარაშვილი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” და ეთერ ჯალაღანია “ევროპული საქართველოდან”  დალოცა და პარაკლისი გადაიხადა.

შეგახსენებთ, რომ ხვალ, 2 ოქტომბერს საქართველოში მუნიციპალურ ორგანოთა არჩევნებია. მოსახლოება მერებსა და საკრებულოს წევრებს აირჩევს. 

ფოტო: იზო ჩუბინიძე

დატოვეთ კომენტარი