ახალი ამბები

სამხედრო ჰოსპიტალი 4 ოქტომბრიდან ჰიბრიდულ რეჟიმში იმუშავებს 

4 ოქტომბრიდან ს.ს.ი.პ. გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი ჰიბრიდულ რეჟიმში იფუნქციონირებს. 

ჰოსპიტლის ინფორმაციით, განყოფილებების ნაწილი სრული დატვირთვით იმუშავებენ, ხოლო სამედიცინო განყოფილების ნაწილი კვლავ კოვიდინფიცირებულ პაციენტებს მოემსახურება. 

“განყოფილებების ნაწილი კერძოდ: გადაუდებელი დახმარების, ამბულატორიული, ნევროლოგიური, ზოგად ქირურგიული და ტრავმატოლოგიური განყოფილებები სრული დატვირთვით იმუშავებენ. სამედიცინო განყოფილებების ნაწილი კი კვლავ კოვიდინფიცირებულ პაციენტებს მოემსახურება”, – ნათქვამია განცხადებაში. 

ინფორმაციისთვის, სამხედრო ჰოსპიტალი 2021 წლის 16 აგვისტოდან იყო პირველი რიგის კოვიდმიმღები კლინიკა და ყველა სახის სამედიცინო მომსახურება იყო დროებით შეჩერებული.

დატოვეთ კომენტარი