ახალი ამბები

3 თვეში გორის ჯანდაცვის ცენტრმა 1 124 კოვიდინფიცირებული გამოავლინა

გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა მიმდინარე წლის 1ივნისიდან 1 სექტემბრამდე კორონავირუსი პამდემიასთან დაკავშირებით ვირუსის დროულად გამოვლენის მიზნით ტესტირება 20 663 მოქალაქეს ჩაუტარა. შემოწმების შემდეგ ვირუსი 1 124 ადამიანს დაუდასტურდა.

ანგარიშის მიხედვით 15 799 მოქალე სწრაფით ხოლო 4 864 პსრ ტესტით შემოწმდა.

“მიმდინარე წლის სამ თვეში ჩატარებულია ტესტირება სწრაფი-მარტივი ტესტით 15 799, პსრ ტესტით 4 864. დადასტურებული იყო 1 124. ეპიდკვლევა ჩატარდა ყველა შემთხვევაში, იზოლაციაში გადავიყვანეთ 5256 პირი.საზღვრის კვეთაზე ეპიდკვლევა დავამყარეთ 159 შემთხვევაში”, – წერია ჯანდაცვის ცენტრის ანგარიშში

დატოვეთ კომენტარი