ახალი ამბები

ბოკერია გორელებს: ოკუპაცის საფრთხეებსა და ქვეყნის მომავალს ერთად შევცვლით

“ევროპულმა საქართველომ“ გორში, საარჩევნო სიის წევრები, მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. სიტყვით გამოსვლისას პარტიის ლიდერმა გიგა ბოკერიამ ოკუპაციის საფრთხეებზე ისაუბრა და გორელებს მიმართა.

“თქვენ ცხოვრობთ საქართველოს იმ რეგიონში, რომელიც ყველაზე ახლოს არის ჩვენი მტრის საოკუპაციო ჯართან. რამოდენიმე წუთის სავალზე აქედან დგას მტერი, რომელიც 200 წელია ჩვენ დამოუკიდებლობას, თავისუფლებას ებრძვის და უქმნის საფრთხეს. ახლაც ეს ჯარი არ არის გაჩერებული, ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ თუ როგორ სიღრმეში შედის მათი ოკუპაცია. ამ კრიზისის გაღრმავება მხოლოდ ჯარის საფრთხეზე კი არ არის დამოკიდებული, რაც ძალიან დიდი საფრთხეა და ვიხილეთ კიდეც 2008 წელს, არამედ მტერი გვერბძვის ქვეყნის შიგნით, რომ გაგვტეხოს მორალურად, ჩვენი ქვეყნის რწმენა დაგვიკარგოს, შეგვაგუოს, რომ ასეთი ჭაობი ქვეყანა უნდა ვიყოთ, რომელსაც გარედან კარნახობენ თუ როგორ იცხოვროს, რომელმაც ვერასდროს ვერ უნდა გააღწიოს და იყოს ისეთ უბედურებაში, როგორშიც ყველა პუტინის რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფი ქვეყანაა,” – აღნიშნა ბოკერიამ.

მისი თქმით, ამ ვითარებას ქართველი ხალხი არ ეგუება და ამას 2 ოქტომბერს, არჩევნებზე დაადასტურებს.

“თქვენ, საქართველოს მოქალაქეები ხართ ის ხალხი, რომელიც ამას არ ეგუება. დიახ ჩვენ ამას არასდროს არ უნდა შევეგუოთ და ახლა ამ მომენტში, ამ არჩევნებზე ჩვენ გვაქვს შანსი, რომ გავცეთ პასუხი იმ კაცს, ივანიშვილს, რომლის მოქმედებაც ჩვენი ქვეყნის შიგნით ჩვენს მტერს უწყობს ხელს ყოველდღე, რადგან ასეთი კონტრაქტი აქვს გაფორმებული, ოღონდ თვითონ იყოს ძალაუფლებაში უსასრულოდ და ამას შეწირავს საქართველოს მომავალს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.