ახალი ამბები

გორში ტექნიკის მაღაზია გატეხეს და ტელეფონები წაიღეს

გორში, წმინდაწყლის დასახლებაში ტექნიკის ერთ-ერთი მაღაზია გატეხეს.

არსებული ინფორმაციით, წაღებულია ტელეფონები.

“სხვა ტექნიკას ხელი არ ახლეს, მხოლოდ რამდენიმე ტელეფონია წაღებული, ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერ არ ვიცით”, – აცხადებენ მაღაზიაში.

მომხდარს გორის პოლიცია იძიებს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.